დამატებითი მოდულები

სხვადასხვა ტიპის მოდულების ინტეგრაცია დაგეხმარებათ რესურსების ოპტიმალურად გადანაწილებაში.  კონტაქტების ბაზა და დამრეკი ნომრის ამოცნობა ოპერატორის პირადი ან/და საერთო კონტაქტების მონაცემთა ბაზა დაგეხმარებათ მომხმარებლის მარტივად იდენტიფიცირებაში.  GSM GATEWAY/კარიბჭეების დაერთება მობილური ქსელის ნომრების IP PBX-თან ინტეგრაციის შედეგად, მობილურ ნომრებიზეც შეძლებთ თანამედროვე, მრავალფუნქციური სატელეფონო ფუნქციებით სარგებლობას. ბილინგი თანხობრივი ლიმიტები და ბალანსი ინდივიდუალურად – თითოეული შიდა ნომრისთვის, დაგეხმარებათ მაქსიმალურად გააკონტროლოთ […]

CRM/ERP სისტემებთან გადაბმა

მომხმარებლის ზარების ისტორია ქოლ ცენტრის სისტემისა და CRM/ERP-ს ინტეგრაციის შედეგად,  CRM/ERP პროფილში შეგძლიათ იხილოთ მომხმარებლის მიერ და მასთან განხორიიცელებულ ყველა შემოსული და გასული ზარი, საუბრების ჩანაწერები და სხვა სპეციფიური ინფორმაცია . მომხმარებლების იდენტიფიცირება მოხდება დამრეკი ნომრის მიხედვით. გაყიდვების მართვის გაუმჯობესება გაყიდვების პროცესი საგრძნობლად მარტივდება, როდესაც ყოველ შეკვეთას ახლავს შესაბამისი ზარებისა და მათი საუბრების ჩანაწერების ისტორია. მომსახურების ხარისხის […]

გაუმჯობესებული მომსახურება

საუბრების ჩაწერა საუბრების ჩაწერა და ჩანაწერების ძიების მოქნილი მექანიზმი დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ სატელეფონო მომსახურების ხარისხი და მარტივად გადაჭრათ სადავო საკითხები. IVR – კომპანიის ავტომოპასუხე ინტერაქტული ხმოვანი მენიუ ავტომატურ რეჟიმში დაამუშავებს შემომავალ ზარებს და დაგეხმარებათ სწორად მართოთ მომხმარებელთან კომუნიკაცია. ზარების განაწილების მოქნილი ალგორითმები შემომავალი ზარების ოპერატორებთან გადამისამართების მრავალფეროვანი ალგორითმები მინიმუმამდე დაიყვანს სატელეფონო ზარებზე პასუხის დროს და შეამცირებს მომხმარებელთა […]

ქოლ ცენტრი

მრავალფუნქციური სატელეფონო სისტემა ინოვაციური ფუნქციებით აღჭურვილი ქოლ ცენტრი საშუალებას გაძლევთ ეფექტურად მართოთ შემომავალი ზარების ნაკადი. ზარების განაწილების მოსახერხებელი ალგორითმები აამაღლებს ოპერატორთა მუშაობის ეფექტურობას და მინიმუმამდე დაიყვანს დაკარგული ზარების რაოდენობას. ჯამური და დეტალური სტატისტიკის მეშვეობით მარტივად განსაზღვრავთ ქოლ ცენტრის მუშაობის ეფექტურობას. სწორად დაგეგმილი, ოპტიმიზირებული სისტემებით და მონიტორინგით მოემსახურებით მეტ მომხმარებელს ნაკლებ დროში.

საოფისე IP PBX

თანამედროვე საოფისე სატელეფონო სისტემა, რომელიც მოიცავს კომპანიის პროფილზე მორგებად სატელეფონო და ქოლცენტრის ფუნქციების ერთობლიობას. IP PBX-ის საშუალებით იქმნება კომპანიის ფილიალების დამაკავშირებელი შიდა უფასო სატელეფონო ქსელი. სისტემა შემომავალ ზარებს წინასწარ განსაზღვრული წესით შესაბამის ოპერატორებთან ანაწილებს. შემომავალი ზარების ეფექტური მართვა მარტივი შიდა და გარე კომუნიკაცია ოპერატორების სამართავი სისტემა მინიმალური დანახარჯი

ვირტუალური PBX

თანამედროვე ფუნქციებით აღჭურვილი ვირტუალური PBX მინიმალური დანახარჯით მოგიწესრიგებთ შიდა კორპორაციულ კომუნიკაციას და გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს. არ საჭიროებს ძვირადღირებული სატელეფონო სადგურის და მოწყობილობების შეძენას, ინსტალაციას და შემდგომ მოვლას.  მრავალენოვანი ხმოვანი მისალმება (IVR) საუბრების ჩაწერა ზარების სრული მონიტორინგი ოფისების გაერთიანება ერთ ქსელში