კოლოკაცია

ინფობუკ.ჯი-ს კოლოკაციის სერვისი მცირე ბიზნესებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ პროვაიდერის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებით ზედმეტი ხარჯების გარეშე.

ეს სერვისი ასევე გამიზნულია პროექტებისთვის, რომლებსაც ჰყავთ მომხმარებელთა დიდი რაოდენობა და სჭირდებათ დაცული და  მაღალი ინტერნეტ სიჩქარე.

ინფობუკ.ჯი-ს მონაცემთა ცენტრი უზრუნველყოფილია:

  • მაღალსიჩქარიანი და სტაბილური ინტერნეტ კავშირით
  • ინტერნეტის სათადარიგო არხებით
  • უწყვეტი კვების წყაროთი

სერვერის აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა მთლიანად თქვენს მფლობელობაში რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს შეძლებთ სერვერის განახლებასა და ცვლილებების შეტანას.

სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, თქვენ ასევე შეძლებთ, დისტანციურად მართოთ და სრულად აკონტროლოთ თქვენი სერვერი.

ინფობუკ.ჯი-ს გუნდი მზად არის განიხილოს თქვენი მოთხოვნები და შემოგთავაზოთ ინდივიდუალური პროექტი საუკეთესო პირობებით.